თუ თქვენ ბლოგის ან ვებ-გვერდის მფლობელი ხართ, tweet.ge ტვიტერთან ერთად არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გთავაზობთ, განაახლოთ ტვიტერის სტატუსები და ავტომატურად გამოჩინოთ თქვენს ბლოგზე/ვებ-გვერდზე მაშინაც კი, როდესაც კომპიუტერთან არ იმყოფებით და ინტერნეტზე ხელი არ მიგიწვდებათ.
სინგულარ ჯგუფის მიერ ორგანიზებული iTV კონფერენციის დროს ტვიტერი აქტიურად გამოიყენებოდა. @SingularGroup-ის კორპორატიულ ბლოგზე ჩასმულ Profile Widget-ში ავტომატურად ჩნდებოდა ახალი სტატუსები. უშუალოდ კონფერენციის მიმდინარეობისას სინგულარის ტვიტერზე მობილური ტელეფონის საშუალებით დაიდო ღონისძიების ამსახველი ფოტოების და პირდაპირი ეთერის ვებ-გვერდზე გადამავალი ბმულები, რასაც აქტიური გამოხმაურება მოჰყვა სინგულარის „მიმდევრებში“. ტვიტები ავტომატურად გამოჩნდა სინგულარის Facebook-ის გვერდზე, კორპორატიულ ბლოგზე და კონფერენციის ვებ-გვერდზე და მოიცვა მაქსიმალურად დიდი აუდიტორია.
ამისათვის შედიხართ ბმულზე - http://twitter.com/goodies/widgets აწკაპუნებთ My Website-ს და ირჩევთ Profile Widget - იგი საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი მომხმარებლის უკანასკნელი ტვიტები გამოაჩინოთ თქვენს ვებ-გვერდზე / ბლოგზე.
ფერების შესაცვლელად შემდეგ მარცხნივ აწკაპუნებთ Appearance-ზე და აყენებთ სასურველ ფერებს:
Preferences და Dimensions გვერდებიდან შეგიძლიათ შეცვალოთ ვიჯეტის ზომა და სხვა მონაცემები.
როდესაც ვიდჯეტს თქვენს გემოზე მოაწესრიგებთ, დააწკაპუნეთ ღილაკზე "Finish & Grab Code", და მოცემული კოდი თქვენს ბლოგზე/ვებ გვერდზე ჩააკოპირეთ:
Search Widget
Search Widget-ით შეგიძლით თქვენს ვებ-გვერდზე ჩასვათ ტვიტერის ძიების ნებისმიერი რეზულტატი. მთავარია სწორად შეარჩიოთ საძიებო ფრაზები (საძიებო ფრაზის შესადგენად დაიხმარეთ ტვიტერის ძიების ოპერატორები).
სინგულარ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ iTV კონფერენციას ოფიციალური ჰაშტაგი #itvc კონფერენციის დაგეგმისთანავე მიენიჭა. ჰაშტაგი მრავალჯერ გამოცხადდა სოციალურ მედიაში. ყველა დამსწრე თუ დაინტერესებულმა პირმა იცოდა ოფიციალური ჰაშტაგის არსებობის შესახებ და კონფერენციასთან დაკავშირებულ ტვიტებს სწორედ ამ ჰაშტაგის შემცველობით აქვეყნებდნენ ტვიტერზე.
კონფერენციასთან დაკავშირებული ტვიტების თავმოსაყრელად სინგულარ ჯგუფმა კონფერენციის ვებ-გვერდზე ჩასვა ტვიტერის Search Widget, რომლის საძიებო ფრაზად აირჩია ოპერატორების კომბინაცია: #itvc OR "itv conference" OR "internet tv conference" შედეგად Search Widget-მა რეზულტატებში გამოიტანა ყველა ტვიტი, რომელშიც ერია ჰაშტაგი #itvc ან ნახსენები იყო itv conference.
ყოველ ახალ ტვიტზე, რომელიც ემთხვეოდა საძიებო ფრაზას, ვებ-გვერდზე ჩასმული ვიჯეტი ავტომატურად ახლდებოდა და ვებ-გვერდის დამთვარიელებელს საშუალება ჰქონდა მომენტალურად წაეკითხა კონფერენციაზე მყოფი ადამიანების რეაქციები და კომენტარები ღონისძიებასთან დაავშირებით.

როგორ გავაკეთო?
მოცემულ ველში - Search Query - ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საძიებო ოპერატორების კომბინაცია და შედეგის სანახავად დააჭირეთ Test Settings.
შემდეგ გადართეთ Preferences, აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფუნქციები და შედეგის სანახავად დააჭირეთ Test Settings.
ვიჯეტის მორგების შემდეგ, დააწკაპუნეთ ღილაკზე "Finish & Grab Code", მოცემული კოდი კი თქვენს ბლოგზე ან ვებ-გვერდზე სასურველ ადგილას ჩასვით.
Lists Widget
Lists Widget-ი გაძლევთ საშუალებას ვებ-გვერდზე ჩასვათ ნებისმიერი ტვიტერის მომხმარებლის მიერ შექმნილი სიის განახლებები.
სინგულარ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ iTV კონფერენციის დაწყებამდე @SingularGroup-ის ტვიტერზე შეიქმნა სპეციალური სია @SingularGroup/itvc-conference, რომელშიც გაერთიანდა კონფერენციაზე დარეგისტრირებული ყველა სტუმარი, ვინც კი რეგისტრაციის დროს თავისი ტვიტერის ანგარიში მიუთითა. სიის ვიჯეტის ვებ-გვერდზე ჩასმისას, ამ სიაში შემავალი ტვიტერლების ბოლო ტვიტები ქსონოლოგიურად გამოჩნდა.
როგორ გავაკეთო?
მოცემულ ველში - Username - ჩაწერეთ თქვენი ტვიტერის მომხმარებლის სახელი, დააჭირეთ find lists და აირჩიეთ სასურველი სია. რეზულტატის სანახავად დააჭირეთ Test Settings.
ვიჯეტის მორგების შემდეგ, დააწკაპუნეთ ღილაკზე "Finish & Grab Code", მოცემული კოდი კი თქვენს ბლოგზე ან ვებ-გვერდზე სასურველ ადგილას ჩასვით.
Favs Widget
Favs Widget-ის საშუალებით შეგიძლიათ თქვენს ვებ-გვერდზე გამოიტანოთ ნებისმიერი მომხმარებლის ფავორიტი ტვიტების სია. ამისათვის შესაბამის ველში მხოლოდ მომხმარებლის სახელის მითითებაა საჭირო. ვიჯეტი განახლდება ყოველი ახალი ტვიტის ფავორიტების სიაში ჩამატებისთანავე.
სინგულარ ჯგუფი დაინტერესებულია ქართული ბლოგოსფეროს განვითარებით და ხელს უწყობს ქართველ ბლოგერებს სხვადასხვა ინოვაციური სერვისების დანერგვით. ამის გამო სინგულარის ოფიციალური ტვიტერის ანგარიშის მეშვეობით ყოველდღიურად ფავორიტებში ემატება ქართველი ბლოგერების მიერ ტვიტერზე გავრცელებული პოსტების შესახებ დაწერილი ტვიტები, რომლებიც შეიცავენ ამავე პოსტის ლინკს.
სინგულარი ფავორიტების ვიჯეტში გამოჩნდება სინგულარ ჯგუფის მიერ რეკომენდირებული ბლოგ-პოსტები ქართული ბლოგოსფეროდან.
როგორ გავაკეთო?
მოცემულ ველში - Username - ჩაწერეთ თქვენი ტვიტერის მომხმარებლის. შედეგის სანახავად დააჭირეთ Test Settings.
ვიჯეტის მორგების შემდეგ, დააწკაპუნეთ ღილაკზე "Finish & Grab Code", მოცემული კოდი კი თქვენს ბლოგზე ან ვებ-გვერდზე სასურველ ადგილას ჩასვით.