Facebook-ი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია მსოფლიოში. დღეისათვის მასზე 480 ათასი ქართველი მომხმარებელია დარეგისტრირებული. ტვიტერის და ფეისბუქის პროფილის ან გვერდის ინტეგრირების შედეგად შენ შეგიძლია SMS-ით ერთდროულად განაახლო ტვიტერის და facebook-ის სტატუსები.
შედიხართ http://apps.facebook.com/twitter/ მოცემულ ველებს ავსებთ თქვენი ტვიტერის მომხმარებლის სახელითა და პაროლით და აჭერთ Allow-ს.
მარცხენა მხარეს გამოჩნდება წარწერა Allow Twitter to post updates to: რომლის ქვევითაც შეგიძლიათ მონიშნოთ თქვენი პროფილი ან აირჩიოთ თქვენი ანგარიშის ქვეშ ადმინისტრირებული რომელიმე Facebook Page. (ქვემოთ მოცემულია ორივე მაგალითი)
პროფილის არჩევა:
Page-ის არჩევა:
გილოცავთ, თქვენი ანგარიშები ინტეგრირებულია!
ამიერიდან ტვიტერზე სტატუსის განახლების შემთხვევაში, თქვენი Facebook-ს სტატუსიც განახლდება.