MySpace ერთ-ერთი პოპულარული სოციალური ქსელია თინეიჯერებსა და მუსიკის მოყვარულ ადამიანებს შორის. ტვიტერის და MySpace-ს პროფილის ან გვერდის ინტეგრირების შედეგად შენ შეგიძლია SMS-ით ერთდროულად განაახლო ტვიტერის და MySpace-ის სტატუსები.
1. შედიხართ Myspace-ზე თქვენი ანგარიშით. შემდეგ გადადიხართ ამ ბმულზე - http://www.myspace.com/sync დააწკაპუნეთ Get Synced
2. სისტემა გადაგამისამართებთ Twitter-ის დაკავშირების გვერდზე სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი ტვიტერის მომხმარებლის სახელი და პაროლი და დააჭიროთ Allow-ს.
3.ამის შემდეგ სისტემა ისევ დაგაბრუნებთ Myspace-ზე, სადაც უნდა მონიშნოთ სინქრონიზაციის ტიპი. ამ შემთხვევაში აირჩიეთ მეორე პუნქტი - Update my status from Twitter - და დააჭირეთ Confirm-ს.
გილოცავთ, თქვენი ანგარიშები ინტეგრირებულია!
მიერიდან Twitter-ზე სტატუსის განახლების შემთხვევაში, თქვენი MySpace-ის სტატუსიც განახლდება.