ტვიტერი მიკრობლოგინგისა და ჯგუფური მესიჯების სერვისია - გზავნი მოკლე, 140 სიმბოლოიან მესიჯს SMS-ის, ვების ან რომელიმე სპეციფიკური პროგრამის საშუალებით და ხალხი ვინც აქამდე „აგედევნა“ ამ მესიჯს მომენტალურად მიიღებენ ამავე არხების საშუალებით.

ნებისმიერ დარეგისტრირებულ ადამიანს შეუძილია „აედევნოს“ ნებისმიერ სხვას (თუმცა შესაძლებელია დაცული ანგარიშის შექმნა, რომელსაც მხოლოდ დადასტურებული ანგარიშის მქონე მომხმარებლები წაიკითხავენ) და ყველა ტვიტი ერთ გვერდზე განთავსდება. (მაგალითად, სინგულარის ტვიტერი)


უცხო სიტყვები:


ტვიტი - ჩანაწერის სახელი ტვიტერზე

ტვიტვა, დატვიტვა - ტვიტის დაწერა

DM -პირადი მესიჯი

რეტვიტი - სხვისი ტვიტის გადატვიტვა შენს ტვიტერზე

ტვიტერელი - ტვიტერის მომხმარებელი

ჰაშტაგი - თავდაპირველად ტვიტერის მესიჯების კატეგორიზება შეუძლებელი იყო, ამის გამო მომხმარებლებმა შექმნეს ჰაშტაგი - რომელიც წარმოადგენს ნებისმიერ სიტყვას წინ დამატებული # სიმბოლოთი. მოგვიანებით ტვიტერმა ჰაშტაგი ოფიციალურად დაამატა პლატფორმას. ახლა # სიმბოლოთი აღნიშნული სიტყვები ავტომატურად ილინკება ძიების შედეგებზე.
კომპანიები ხშირად იყენებენ ჰაშტაგებს ახალი პროდუქტების გამოშვების დროს. მაგალითად Apple-ს iPad-ის გამოშვებისას მსოფლიოს მილიონობით ადამიანმა გამოიყენა ჰაშტაგი #ipad, რომელზე დაწაპუნების დროსაც გადადიოდით ძიების შედეგების გვერდზე სადაც ყველა ის ტვიტი იყო გამოტანილი, რომელიც ამ ჰაშტაგს შეიცავდა.






როგორ შეიძლება მისი გამოყენება?


ტვიტერი გენიალური სერვისია, რადგან მისი გამოყენება უამრავი მიზნით არის შესაძლებელი.

ზოგი მას პირველადი მიზნით, ანუ სტატუსების გასაახლებლად იყენებს. ამ მხრივ განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან ტვიტერის სტატუსების ინტეგრაცია შესაძლებელია Facebook-ზე, სკაიპში, ლინკდინზე, მაისპეისზე და სხვა ცნობილ სოციალურ ქსელებში თუ მესინჯერებში.

სხვები კი ტვიტერში საკუთარი ინტერესების შესახებ საუბრობენ, ავრცელებენ საინტერესო ბმელებს, აპიარებენ საკუთარ საქმიანობას, იძენენ ახალ ნაცნობებს, შოულობენ სამსახურებს და აქტივობების სია უსასრულოდ გრძელდება.

ტვიტერის განახლება მარტივია, რადგან მისი განახლება ნებისმიერი ადგილიდან და უამრავი ხერხით არის შესაძლებელი.

თუ რომელიმე კონკრეტული თემა გაინტერესებთ, შეგიძლიათ ტვიტერის უნიკალური ძიების სისტემა გამოიყენოთ ამ თემასთან დაკავშირებული ტვიტების მოსაძებნად.



Tweet.ge | 2010
Project by